მედლების ჩათვლა უკუღმა

AutoSharing Option
საინტერესო გამოკვლევა ჩაატარა გაზეთმა The Wall Street Journal-მა. როგორც ირკვევა, ლონდონის ოლიმპიადაზე ყველაზე ხშირად ბოლო ადგილებს უკრაინისა და ეგვიპტის ნაკრების სპორტსმენები იკავებდნენ.

ისინი 11-ჯერ გავიდნენ სხვადასხვა ტურნირის ბოლო პოზიციაზე.

რვაჯერ დაიკავეს ბოლო ადგილი ბრიტანელმა სპორტსმენებმა. The Wall Street Journal-მა ბრიტანეთი პირველ ადგილზე გაიყვანა "მედლების ალტერნატიულ ჩათვლაში".

თუ წარმოვიდგენთ, რომ მედლები ენიჭებათ არა პირველ სამ ადგილზე, არამედ ბოლო სამ პოზიციაზე გასულ სპორტსმენებს, ბრიტანეთს ყველაზე მეტი ჯილდო ექნებოდა - 31 (მასპინძლებს აქვთ რვა ბოლო ადგილი, 11 - ბოლოსწინა და 12 - ბოლოდან
მესამე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული