ვიტალი ფრიძონი ქურდებს მოპარულ ნივთებს ჩუქნის, თუკი ოლიმპიურ ბრინჯაოს მედალს დაუბრუნებენ

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების და "ხიმკის" კალათბურთელი ვიტალი ფრიძონი იმედოვნებს, რომ ქურდები, რომლებმაც მისი ბინა გაძარცვეს, ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალს დაუბრუნებენ.

"მედლებიდან მხოლოდ ოლიმპიური ბრინჯაო მოიპარეს. ასევე, მომპარეს პერსონალური კომპიუტერი, ტელეფონები და საათები, მაგრამ ეს ნივთები იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც ბრინჯაოს მედალი.

იმ დღეს სახლში არ ვიყავი, შინ ჩემი ძმა იმყოფებოდა. ქურდები ბინაში დაახლოებით დილის ორიდან ხუთ საათამდე შეიპარნენ.

დიდი იმედი მაქვს, რომ ის, ვინც ეს გააკეთა, მედალს დააბრუნებს. შეუძლია ყველა სხვა ნივთი თავისთვის დაიტოვოს.

ვიცი, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წესების
მიხედვით, ოლიმპიური მედლების ასლების გაკეთება აკრძალულია. ეს ჯილდო ჩემთვის ყველაზე ძვირფასია და დიდი იმედი მაქვს, რომ მას დააბრუნებენ"
, - განაცხადა ფრიძონმა.

რუსეთის ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაშიც ვიტალი ფრიძონი ასპარეზობდა, ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლები თავის ისტორიაში პირველად მოიპოვა. მესამე ადგილისთვის მატჩში ლონდონში რუსებმა არგენტინის ნაკრები 81:77 დაამარცხეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული