საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის განცხადება

AutoSharing Option
2012 წლის 29 აგვისტოს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის პრესკონფერენცია, რომელსაც წინ უძღოდა მეტად არასასიამოვნო ინციდენტი საკალათბურთო სუპერლიგის დირექტორ გიორგი ზამბახიძესა და სპორტულ ჟურნალისტ როლანდ ლაბუჩიძეს შორის.

ზამბახიძემ უხეში ფორმით უკმაყოფილება გამოთქვა ლაბუჩიძის მიერ ადრე გამოქვეყნებული კრიტიკული წერილების გამო და ჟურნალისტს საპრესკონფერენციო დარბაზში შესვლის საშუალება არ მისცა. თანაც, კალათბურთის მატჩებზე აკრედიტაციის ჩამორთმევით დაემუქრა. ამას მოჰყვა ურთიერთშელაპარაკება. ლაბუჩიძე იძულებული გახდა, დაეტოვებინა სასტუმროს შენობა.

სრულიად აშკარაა, რომ საკალათბურთო სუპერლიგის დირექტორი გიორგი ზამბახიძე გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს, დაარღვია
სპორტული მოხელისა და ჟურნალისტის ურთიერთობის ელემენტარული ნორმები და ჟურნალისტს ხელი შეუშალა პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაცია გაემიჯნება საკალათბურთო სუპერლიგის დირექტორის, რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატურ და შეუფერებელ საქციელს, იმსჯელებს ამ დასანანი ინციდენტის თაობაზე, ფედერაციისა და სპორტული მედიის წარმომადგენელთა ურთიერთობა კი კვლავაც ცივილიზებული ფორმით გაგრძელდება.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული