შოტლანდიაში საფეხბურთო კლუბის თილისმა მოიპარეს

AutoSharing Option
შოტლანდიაში პოლიციამ საფეხბურთო კლუბ "გრინოკ მორტონის" თილისმის ფორმის მოპარვის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

"გრინოკ მორტონი" შოტლანდიის პირველ დივიზიონში ასპარეზობს.

The Scotsman-ის ცნობით, "კატა კეპის" ფორმასთან ერთად ძვირადღირებული აუდიოაპარატურაც დაიკარგა.

პოლიციელები იუწყებიან, რომ ბოროტმოქმედებმა "კეპის" თავი წააცალეს და შორიახლოს დააგდეს.

გარდა ამისა, ნაპოვნია "კეპის" წინა და უკანა თათები, ხოლო ტანი და კუდი კი ამ დროისთვის ისევ გაუჩინარებულია.

ამ ფაქტმა კლუბის გულშემატკივრები ძალიან დააღონა. ერთ-ერთმა ფანმა ფორუმზე დაწერა, რომ "მორტონი" ახალი ფორმის შეკვეთას ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე ვეღარც შეძლებს.

შოტლანდიის პირველი დივიზიონის სატურნირო ცხრილში
"გრინოკ მორტონი" ჩატარებული 7 მატჩის შემდეგ 14 ქულით მესამე ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული