გასაოცარია, მაგრამ მორაგბე თამაშს მაინც აგრძელებდა, როცა შეხვედრის მეორე ტაიმის დასაწყისში სასქესო ორგანო დაიზიანა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ვუდმა კომენტარებიც გააკეთა და მხოლოდ ამის შემდეგ წავიდა საავადმყოფოში.
საღამოს კი საკუთარ "ტვიტერში" დაწერა:
"მარჯვენა კვერცხი დამიზიანდა. მეორე ტაიმის პირველ წუთებში მუხლით დარტყმა მივიღე და დღეს ამომიკვეთეს.
ამჟამად სახლში მივდივარ. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ იქ რაღაც დავტოვე".