14 ოქტომბერს ლამის მთელი მსოფლიო ინტერნეტით და სხვადასხვა სატელევიზიო არხით თვალყურს ადევნებდა "საუკუნის გადმოხტომას" - ექსტრემალური სპორტის გამოჩენილმა მოღვაწემ, 43 წლის ავსტრიელმა ფელიქს ბაუმგარტნერმა ისტორია გადაწერა - ის პირველი ადამიანია, რომელიც თითქმის კოსმოსიდან, 39 კილომეტრის სიმაღლიდან გადმოხტა პარაშუტით.
ეს ნიუ მეხიკოს თავზე მოხდა. გადმოხტომა 9 ოქტომბერს დაიგეგმა, თუმცა უამინდობის გამო გადაიდო და 14 ოქტომბერს განხორციელდა (
იხილეთ ვიდეო).
ბაუმგარტნერი თავისუფალ ვარდნაში 4 წუთი და 19 წამი იმყოფებოდა (სულ ეს საოცარი მოგზაურობა 10 წუთამდე გაგრძელდა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"