ფელიქს ბაუმგარტნერის კოსმოსიდან ნახტომი 10 წუთამდე გაგრძელდა [VIDEO]

AutoSharing Option
14 ოქტომბერს ლამის მთელი მსოფლიო ინტერნეტით და სხვადასხვა სატელევიზიო არხით თვალყურს ადევნებდა "საუკუნის გადმოხტომას" - ექსტრემალური სპორტის გამოჩენილმა მოღვაწემ, 43 წლის ავსტრიელმა ფელიქს ბაუმგარტნერმა ისტორია გადაწერა - ის პირველი ადამიანია, რომელიც თითქმის კოსმოსიდან, 39 კილომეტრის სიმაღლიდან გადმოხტა პარაშუტით.

ეს ნიუ მეხიკოს თავზე მოხდა. გადმოხტომა 9 ოქტომბერს დაიგეგმა, თუმცა უამინდობის გამო გადაიდო და 14 ოქტომბერს განხორციელდა (იხილეთ ვიდეო).

ბაუმგარტნერი თავისუფალ ვარდნაში 4 წუთი და 19 წამი იმყოფებოდა (სულ ეს საოცარი მოგზაურობა 10 წუთამდე გაგრძელდა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
10 წუთი საიდან ათვალა ლელომ ? ნახტომს 4,2 წუთი დასჭირდა და სიმაღლეზე ასვლას ორ საათზე მეტი... რა 10 წუთი მოელანდა ამის დამწერს, 10 წუთის მეტი თითონ არ უდევნებია თვალყური?
Felix
11:34 15-10-2012
0

სიახლეები პოპულარული