ეს ინფორმაცია "ქრონიკას" კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა. როგორც "ქრონიკას" უთხრეს, საფეხბურთო მატჩი დემეტრაძის მეგობრის, ფეხბურთელ ლადო ბურდულის ინიციატივით შედგა.
"მინი-ფეხბურთში ეს მატჩი ჩემი ინიციატივით შედგა. მე დემესთან დიდი ხანია ვმეგობრობ და ამის გაკეთება დიდი ხანია, მინდოდა.
რამდენიმე წლის წინათაც შევედით და ვითამაშეთ ფეხბურთი პატიმრებთან. მერე, დემე რომ დაიჭირეს, მქონდა მცდელობა, მაგრამ უარი მითხრეს. ახლაც ვცადე და სასჯელაღსრულების სამინისტროდან შაბათს დაგვირეკეს, კვირას ორ საათზე გელოდებითო. შევკრიბე 8-კაციანი გუნდი,
ციხეში მე, ლევან ცქიტიშვილი, ზვიად სტურუა, მიხეილ ბობოხიძე, დავით გოგოლაძე, დავით დათვაძე, კოკა მიკუჩაძე და გიორგი ელიაური ვიყავით.
დემეტრაძის გუნდში თვითონ დემე იყო, ყოფილი ფეხბურთელი მერაბ რატიანი და სხვა პატიმარი ახალგაზრდები. საინტერესო თამაში გამოვიდა. სამი ახალგაზრდა დამამახსოვრდა, შესანიშნავად ითამაშეს.
მეკარე, 19 წლის ბიჭი, ნამდვილად პერსპექტიული ფეხბურთელია. არ მეგონა, ასეთი რთული თამაში თუ გვექნებოდა, მაგრამ დაძაბული მატჩები გაიმართა.
პირველი 7-6 მოგვიგეს, მომდევნო კი ფრედ, 4-4 დამთავრდა... შეხვედრას პატიმრებიც ესწრებოდნენ, ალბათ, 1000 კაცზე მეტი კი იყო. ბევრი ნაცნობი და მეგობარი ვნახეთ. ძალიან ემოციური დღე გამოვიდა...
დემე ისე არის, მე მგონი, როცა ეროვნულ ნაკრებში ბოლო წლებში თამაშობდა, ისეთ ფორმაში არ იყო, როგორშიც ახლაა. საფეხბურთო კარიერაზე არ ფიქრობს, მაგრამ ფეხბურთში, ალბათ, დარჩება".
იხილეთ ვრცლად ambebi.ge-ზე