მემორანდუმი საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელთა მოძიებას, მათ შერჩევას და ჩამოყვანას ითვალისწინებდა.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მაშინ განაცხადა, რომ არსებობდა ახალგაზრდა ფეხბურთელთა 25-კაციანი სია, რომლებიც ევროპის სხვადასხვა პრესტიჟულ კლუბში ასპარეზობენ და, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშებდნენ.
კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატად კოტე სურგულაძე დაასახელა. აპირებს თუ არა მინისტრობის კანდიდატი ფეხბურთის
"ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ნებისმიერი ჩვენი თანამემამულე, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და შესაძლოა, ქვეყანას გამოადგეს.
რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ვიმუშავებთ. სხვათა შორის, ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრობის კანდიდატთან, ლევან ყიფიანთან უკვე ვილაპარაკე და მომავალში აუცილებლად ვიმუშავებთ.
ამ მიმართულებით ჩვენ ერთმანეთთან გადაკვეთის საკმაოდ დიდი წერტილები გვაქვს. საკითხი, ცხადია, მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება. ჩვენი დიასპორების დახმარებით, ბევრი სასარგებლო საქმის წამოწყება შეიძლება.
ვგულისხმობ თუნდაც იმას, რომ ჩვენთვის ჯერაც უცნობია, სპორტის სამინისტროსთვის დაფინანსების რა ახალი წყაროები შეიძლება არსებობდეს.
არის ბევრი უცხოური ორგანიზაცია, რომელიც დიასპორებისა და ისტორიულ სამშობლოს შორის სპორტულ ღონისძიებებს აფინანსებს. ამ კავშირების დამყარებაში სპორტის სამყაროს წარმომადგენლებს უნდა დავეხმაროთ.
ბოლო დროს ბევრ სახეობაში უცხოელ სპორტსმენთა ნატურალიზაციას საკმაოდ დიდი გასაქანი მიეცა. ეს მთელ მსოფლიოში მიღებული და გავრცელებული მეთოდია და ფეხს საქართველოშიც იკიდებს.
მაგრამ ჩვენი ამოცანაა, უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა რესურსი სრულად ავითვისოთ და მათ სამშობლოს სამსახურში ჩაყენების საშუალება მივცეთ.
ამაში ჩართული იქნება ყველა ის ადამიანი, ვისაც კი ამ დიდ საქმეში მონაწილეობა სურს: საელჩოების, სამინისტროებისა და დიასპორების წარმომადგენლები" - ამბობს სურგულაძე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"