შიშველი პროტესტი დოპინგს

AutoSharing Option
4x5 კილომეტრზე სათხილამურო ესტაფეტაში ვანკუვერის ოლიმპიურმა ჩემპიონებმა, ნორვეგიელებმა კრისტინ სტეირამ და ვიბეკე სკოფტერუდმა უნიკალური აქცია ჩაატარეს დოპინგის გამოყენების წინააღმდეგ. გოგონებმა წელზემოთ გაშიშვლებაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს.

ამ თამამ ნაბიჯზე ისინი მაშინ წავიდნენ, როცა მათმა თანამემამულემ, ველომრბოლელმა შტეფენ კიეგაარდმა აკრძალული პრეპარატების გამოყენება აღიარა.

ამის შემდეგ მოთხილამურეებმა თავისებური პროტესტი დააფიქსირეს - მთაზე ავიდნენ და ასეთ ფორმაში გადაიღეს ფოტო იმის ნიშნად, რომ მათ დოპინგთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

"თავიდან ეს ყველაფერი ხუმრობად აღიქმებოდა, მაგრამ კიერგაარდზე ამდენი ლაპარაკის ფონზე, გადავწყვიტეთ, უსიტყვოდ გამოგვეხატა ჩვენი პოზიცია ამ
საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა სტეირამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული