ტურნირი ეუროპე-ბეტ -ის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 9 მედიასაშუალებამ მიიღო. ტურნირის საპრიზო ფონდი 5 100 ლარს შეადგენდა. გამარჯვებულ გუნდს 3 600 ლარი გადაეცა. მეორე ადგილზე "ავტორადიო" გავიდა, რომელსაც საჩუქრად 1 500 ლარი გადაეცა.
როგორც ეუროპე-ბეტ-ში აცხადებენ, კომპანია მსგავსი აქციების ჩატარებას მომავალშიც აპირებს.
გამარჯვებული გუნდი შემდეგი წევრებისგან იყო დაკომპლექტებული: ვაჟა თავბერიძე (გუნდის კაპიტანი), თენგო ოყუჯავა, ნიკა სიხარულიძე, გიორგი ღუდუშაური, გიორგი შეყილაძე და ალექსანდრე ნაბახტეველი.
interpressnews.ge