შარდის შემგროვებელი, გვამების მწმენდავი, მსაჯი - ყველაზე ცუდი სპორტული პროფესიები

AutoSharing Option
ცნობილმა ამერიკულმა ინტერნეტ-გამოცემამ Bleacher Report-მა შეადგინა ყველაზე უარესი სპორტული პროფესიების რეიტინგი.

კლასიფიკაციაში მოხვდა 20 პროფესია. მათგან ყველაზე ცუდი ყოფილა ამერიკული ფეხბურთის იუნიორთა ლიგაში არბიტრის სამუშაო.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, იუნიორთა ტურნირში მსაჯის არასწორი გადაწყვეტილება შესაძლოა, არბიტრის ცემით დასრულდეს.

Bleacher Report-მა მეორე ადგილზე დააყენა ნიუ იორკში Yankee-ს სტადიონზე დამლაგებლად მუშაობა.

მესამეა - ჟოკეის სამუშაო. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ჟოკეები დიდი რისკის ქვეშ არიან ცხენებთან მუშაობის დროს. გარდა ამისა, მუდმივად ფიზიკური ვარჯიშები უწევთ, დადიან საუნაში და იღებენ დამასუსტებელ საშუალებებს წონის დასაგდებად.

მეშვიდე ადგილი
დაიკავა საფეხბურთო არბიტრის სამუშაომ, მერვეზეა დოპინგ-სინჯისთვის შარდის შემგროვებლის პროფესია, მე-14 ადგილი უკავია "შარლოტ ბობკეტსის" კალათბურთელის სამუშაოს (ამ კლუბმა შარშან NBA-ს ისტორიაში ყველაზე უარესი გუნდის სტატუსი მოიპოვა).

ბოლო პოზიციაზეა ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეთა ფორმის მრეცხავის პროფესია.

ასევე, სიაში ვხედავთ ასეთ პროფესიებს: წყალსაცავებსა და ტბორებში დაკარგული გოლფის ბურთების შემგროვებელი მყვინთავი, მთებზე დაღუპული ალპინისტების მწმენდავი და ა. შ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული