მსოფლიო რეკორდი რუსთავის ავტოდრომზე დამყარდა. მას რეკორდსმენთა კავშირის, სპორტის სამინისტროს, ათლეტიზმის ფედერაციისა და ოლიმპიელთა კლუბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რეკორდი სპეციალურმა კომისიამ დაამოწმა და უახლოეს მომავალში გინესის რეკორდების წიგნში აისახება.
ლაშა პატარაიასთვის ეს რეკორდი რიგით მეშვიდეა. მისი წინა რეკორდებიც მძიმე წონების დაძლევას უკავშირდება. მათ შორის, პატარაიას ყურებით გათრეული აქვს ორი მიკროავტობუსი, სამხედრო
როგორც სპორტსმენი აცხადებს, ის ვარჯიშს განაგრძობს, საკუთარი შედეგის გაუმჯობესებას და საინტერესო, სანახაობრივი რეკორდების დამყარებას გეგმავს.
Video
ქართველმა ათლეტმა სატვირთო მანქანა ცალით ყურით გაათრია
ქართველმა ათლეტმა სატვირთო მანქანა ცალით ყურით გაათრია
"ინტერპრესნიუსი"