"ლე­ლო­სა" და Sportall.ge-ს მკითხველი წლის სპორტსმენს აირჩევს

AutoSharing Option
ახ­ლაც თვალ­ნათ­ლივ მახ­სოვს 2003 წელს რუ­სულ სა­იტ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მცი­რე ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­შიც გი­ორ­გი ცინ­ცა­ძე­ზე ეწე­რა: 17 წლის ახალ­გაზ­რ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­უ­კე­თე­სო კა­ლათ­ბურ­თე­ლად და­სა­ხელ­და და მოს­კო­ვის ცსკა-მ აიყ­ვა­ნაო.

მა­შინ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის #1 მო­თა­მა­შის გა­მო­სავ­ლე­ნად არა­ერ­თი სპე­ცი­ა­ლის­ტი გა­მოვ­კითხე და ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რომ გი­ორ­გის სა­გა­ზე­თო აღი­ა­რე­ბა კა­რი­ე­რა­შიც წა­ად­გა. თუმ­ცა ისიც ცხა­დია, სპორ­ტ­ს­მენს ისე არა­ვინ აიყ­ვანს, თუ მის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში სრუ­ლად არ არის დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი. მი­თ უ­მე­ტეს, რო­ცა საქ­მე ცსკა-ს ეხე­ბა.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აღი­ა­რე­ბულ სპორ­ტ­ს­მე­ნებს უცხო­ეთ­შიც სხვა­ნა­ი­რად აფა­სე­ბენ. თუმ­ცა არის კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი: სწო­რედ გა­მო­კითხ­ვე­ბის შე­დე­გად გვახ­სოვს,
რომ ძა­ლი­ან ად­რე, კონ­კ­რე­ტულ წელს, ესა თუ ის სპორ­ტ­ს­მე­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­უ­კე­თე­სო იყო, ანუ იმ სე­ზონ­ში მან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­დე­გი უჩ­ვე­ნა. ასე რომ, გა­მო­კითხ­ვე­ბი ის­ტო­რი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სი­თაც ღი­რე­ბუ­ლია.

მეტს აღარ გან­ვაგ­რ­ძობთ, ერთ სა­ი­დუმ­ლოს გა­გიმ­ხელთ: სულ მა­ლე "ლე­ლო­სა" და სა­იტ Sportall.ge-ს მკითხ­ველს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს 2012 წლის სა­უ­კე­თე­სო ქარ­თ­ვე­ლი სპორ­ტ­ს­მე­ნის გა­მოვ­ლე­ნა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ეს ჩვენ მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ზე­დი­ზედ მე­ო­რე გა­მო­კითხ­ვა იქ­ნე­ბა. შარ­შან "ლე­ლოს" პრიზი მო­რაგ­ბე მა­მუ­კა გორ­გო­ძეს გა­და­ე­ცა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წლის სპორტსმენი უდავოდ ლაშაა.
გივი
12:19 11-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული