კანტორის გადაწყვეტილებით, არმაგედონის დაწყების შემთხვევაში, მოთამაშეების ფსონები 555-ჯერ გაიზრდება.
მსგავსი ფსონი კანტორამ გართობის მიზნით გახსნა. გააკეთა თუ არა ვინმემ პროგნოზი, ჯერჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში სამყაროს აღსასრულთან დაკავშირებით სხვადასხვა აქცია მიმდინარეობს.
მაგალითად, რუსეთში სპეციალური ნივთების კრებული იყიდება, რომელშიც საპონი, თოკი, ფანქარი, სანთელი, არაყი, შპროტი და წამლებია.
უკრაინაში კი სპეციალური კურსები გახსნეს, ვისაც არმაგედონის დროს გადარჩენა სურს და ასევე, სამოთხესა და ჯოჯოხეთში საგზურების გაყიდვა დაიწყეს.
მომზადებულია ria.ru-ს მიხედვით
ასევე იხილეთ:
სომხეთმა