გაზეთი "ლელო" საქართველოს 2012 წლის საუკეთესო სპორტსმენს გამოავლენს

AutoSharing Option
18 დეკემბრიდან გაზეთი "ლელო" საქართველოს 2012 წლის საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად გულშემატკივართა გამოკითხვას დაიწყებს.

გამოკითხვაში, რომელიც 28 დეკემბერს დასრულდება, ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება საიტზე www.sportall.ge, ასევე, გაზეთში წარმოდგენილი ბლანკის მეშვეობით. ამისთვის მკითხველმა საკუთარი ვარიანტი რედაქციას "კვირის პალიტრის" ("სიტყვა და საქმის") საფოსტო ყუთით უნდა მიაწოდოს.

გამოკითხვაში მონაწილეობის მსურველებს არჩევანის გაკეთება ტელეფონის მეშვეობითაც შეეძლებათ. ამისათვის მათ "ცხელ ხაზზე" დილის 10:00 სთ-იდან 21:00 სთ-მდე (გარდა კვირისა) ნომრებზე 2 196 013 ან 2 196 053 უნდა დარეკონ.

გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ საქართველოს 2012 წლის საუკეთესო სპორტსმენს
გაზეთი "ლელო" სპეციალურ პრიზს გადასცემს.

შეგახსენებთ, გაზეთმა "ლელომ" გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად საქართველოს 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენად მორაგბე მამუკა გორგოძე დაასახელა.

ასევე იხილეთ:
მამუკა გორგოძის მორიგო ლელო - "ლელოს" მკითხველის აღიარება
გაზეთი "ლელო" 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენს დააჯილდოებს
მკითხველის რჩეული მამუკა გორგოძეა!
გამოავლინე საქართველოს 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენი
მკითხველის კომენტარები / 3 /
ზაზას ვენაცვალე, რაზეა საუბარი, მაგრამ შავდათუაშვილი უარტენატივოა. ეს რომ ასე არ მოხდეს, დიდი უსამართლობა იქნება. ასეც იქნება.
vasia
12:09 18-12-2012
0
რატის ვეთანხმები.ზაზა მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი სპორცმენია მაგრამ მე მგონი წელს საუკეთესო მაინც შავდათუაშვილი იყო
goga
09:38 18-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული