მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი ვარსკვლავი კვლავ გაეხვა სექსუალურ სკანდალში. შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ ვრცელდებოდა ცნობები, რომ რონალდომ შეიკს უღალატა.
გამოცემები წერდნენ, რომ პორტუგალიელს ნიკოლა მინეტისთან ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა, რომელიც "მილანის" მფლობელთან, სილვიო ბერლუსკონისთან კავშირით ახსოვს საზოგადოებას.
მიუხედავად იმისა, რომ რონალდომ უარყო ყველა ჭორი, მინეტისთან დაკავშირებული ისტორია მაინც არავის დაავიწყდა.
რამდენიმე დღის წინ კი მინეტიმ იტალიურ ჟურნალ "დივა ე დონას" სკან
"რონალდო საშინელი საყვარელია და საწოლში არაფრის მაქნისი.
მან საწოლში ტესტი ვერ ჩააბარა. ყველაფერი ძალიან მოსაწყენი იყო. ვაღიარებ, ამ ბოლო დროს სექსში მუდმივი იმედგაცრუება მაქვს.
ძალიან მინდა, რომ ჩემი შემდეგი საყვარელი ვინმე ლამაზი ნეაპოლიტანელი იყოს".
აქვე გეტყვით, რომ მინეტიმ სახელი ბერლუსკონის ვილაზე სექს-წვეულებების ორგანიზებით გაითქვა.
ნიკოლა ამჟამად პროფესიონალი სტომატოლოგია და ასევე, ლომბარდიის რეგიონალური პარლამენტის დეპუტატია.