რუსული მასმედიის ვერსიით, ცნობილი რუსი კრიმინალური ავტორიტეტის, ასლან უსოიანის, მეტსახელად "დედ ჰასანის" მკვლელობას შესაძლოა იმ კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის კონფლიქტი მოჰყვეს, რომლებიც სოჭში ოლიმპიური ბიზნესის გაკონტროლებას იმედოვნებენ.
ეს ვერსია ეფუძნება მანამდე რუსულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 2008 წელს "ქურდულმა სხოდკამ" უსოიანს სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის სამზადისის გაკონტროლების უფლება არგუნა.
"რეგნუმ.რუს" ცნობით, კრასნოდარის მხარე უსოიანის "განკარგულებაში" გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ითვლებოდა. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა კი მიიჩნიეს, რომ ოლიმპიადის
სწორედ ამის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, რომ "კანონიერ ქურდზე" განხორციელებული თავდასხმა სოჭის ოლიმპიადისთვის სპორტული ობიექტების მშენებლობების "კონტროლის" უფლებებზე ბრძოლასაც უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ "დედ ჰასანზე" თავდასხმა 16 იანვარს, მოსკოვის ცენტრში განხორციელდა. რესტორნიდან გამოსულ კრიმინალურ ავტორიტეტს ქილერმა თავში სასიკვდილოდ ესროლა.
მომზადებულია sport.bigmir.net-ის მიხედვით