ოლეგ იაძემ შიდა ქართლში სპორტსმენებზე ყველაზე დიდი პრემიები გასცა

AutoSharing Option
განვლილი სპორტული სეზონი შიდა ქართლის ოთხივე (კასპი, გორი, ქარელი, ხაშური) რაიონისთვის წარმატებული გამოდგა.

როგორც ამ რეგიონისთვის ტრადიციულად დამახასიათებელია, განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამარჯვებები მოჭიდავეებმა მოიპოვეს.

მისასალმებელია, რომ საახალწლოდ ამ რაიონების მუნიციპალიტეტებმა სპორტსმენები და მწვრთნელები პრემიალური თანხით წაახალისეს.

ყველაზე მეტი - 50 სპორტსმენი და მწვრთნელი გორის მუნიციპალიტეტმა 250- 250 ლარით დაჯილდოვა.

ყველაზე მსუყე თანხა სპორტსმენებს და მწვრთნელებს კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სამბოს ცნობილმა სპეციალისტმა ოლეგ იაძემ გადასცა.

მან 1500 ლარით დააჯილდოვა განვლილი წლის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში ამირან იანვარაშვილი, 1000 ლარით - ასევე
სამბისტი შმაგი შარიფაშვილი, 500 - 500 ლარი მიიღეს ძიუდოისტებმა ზვიად ოდოშაშვილმა და გიორგი კაციაშვილმა, თავისუფალი სტილის მოჭიდავეებმა გიორგი ყაზარაშვილმა და ივანე გაბოძემ. დაჯილდოვდნენ აგრეთვე მწვრთნელები და სპორტის მუშაკები.

ქარელის რაიონის მუნიციპალიტეტმა მხოლოდ ორი სპორტსმენი, მოჭიდავეები ზვიად კაპანაძე და ზაზა სიმონიშვილი წაახალისა 200-200 ლარით.

ხაშურის მუნიციპალიტეტმა კი, სამწუხაროდ, დუმილი ამჯობინა. არადა, შარშან ხაშურელმა მოჭიდავეებმა საქართველოს ჩემპიონატებზეც გამოიჩინეს თავი და ევროპულ ასპარეზზეც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლადო ვარძელაშვილი ოლეგ იაძეს დუელში იწვევს
ოლეგ იაძე: სადაც გადავაწყდები ლადო ვარძელაშვილს, კაცურად გავუსწორდები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული