თუმცა რადგან ჯერ ელენე გედევანიშვილი არ გამოსულა (ის ხომ შეჯიბრების ფავორიტთა შორისაა), მოცდა ვამჯობინე.
მომდევნო პარასკევი პირველი თებერვალია, ე.ი. ჯერაც ზამთარია და ზამთრის სახეობებზე უფრო საინტერესო პუბლიკაცია უნდა გამოვიდეს.
იყო კიდევ ერთი მიზეზი, რამაც მოციგურავეებზე დაწერა გადამადებინა: "ფეისბუქზე" ნაპოვნი შეწებებული ორი ფოტო სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე გამოვაქვეყნე, რომელსაც მოწონებათა ტალღა დაატყდა.
შეწებებულთაგან ერთზე მადრიდის "რეალის" მცველი სერხიო რამოსია გამოსახული, მეორეზე - სსრ კავშირის დამცველი (გერმანელებისგან)
უმალ გამიჩნდა კითხვა: ნეტავ, ლიონელ მესი რომელ ცნობილ პიროვნებას ჰგავს? საკითხს კარგად რომ ჩავუღრმავდი, აღმოჩნდა, რომ არაერთ სპორტსმენს ჰყავს ორეული, მათ შორის ქართველსაც.
ამერიკელმა ჟურნალისტებმა რამდენიმე საინტერესო მსგავსება აღმოაჩინეს, რომელთაგან გამოსარჩევია "ჰიუსტონ როკეტსის" ფორვარდის, ჯეიმს ჰარდენის ზღვის ლომთან შედარება, ხოლო ზაზა ფაჩულიასი - სილვესტერ სტალონესთან.
ფოტოს თუ დააკვირდებით, ზაზასა და სილვესტერს შორის გარეგნულ მსგავსებად მხოლოდ თმაზე გადასაჭერს აღმოაჩენთ, თუმცა იდეის ავტორს სიღრმისეული გათვლა ჰქონდა: 2008 წლის გაზაფხულზე ფაჩულიამ კევინ გარნეტთან დაპირისპირებით გაითქვა სახელი და იგი ამერიკული ფილმის გმირ მოკრივე როკი ბალბოას შეადარეს.
შესაძლოა, ვინმემ დასტინ ჰოფმანის ერთ-ერთ ფეხბურთელთან მსგავსება მიიჩნიოს ყველაზე საინტერესოდ, მაგრამ გამოგიტყდებით, დიეგო მილიტოსა (არგენტინელი ფეხბურთელი) და ენცო ფრანჩესკოლის (80-იანი წლების ურუგვაელი ვარსკვლავი) შეწებებული ფოტოები რომ ვნახე, გარჩევა გამიჭირდა, იმდენად ჰგვანან ერთმანეთს.
საინტერესო დამთხვევები არაერთი საიტიდან ამოვკრიბე და გამოხშირვის პროცესიც არცთუ იოლი იყო. მაგალითად, ერთ რუსულ ვებგვერდზე მოკრივე ვალუევი ნეანდერტალელთან იყო შედარებული. აბა, პირველყოფილი ადამიანისა და ცნობილი მოკრივის გვერდიგვერდ დადებულ ფოტოებს ჩვენს გაზეთში როგორ გამოვაქვეყნებდი...
ზაზა ფაჩულია (კალათბურთი) და სილვესტერ სტალონე (ფილმიდან "როკი")
პაბლო აიმარი (ფეხბურთი) და ელაიჯა ვუდი ("ბეჭდების მბრძანებელი")
ლიონელ მესი (ფეხბურთი) და დასტინ ჰოფმანი (მსახიობი)
ხუან სებასტიან ვერონი (ფეხბურთი) და ვინ დიზელი (მსახიობი)
კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი) და კატა
ჯეიმს ჰარდენი (კალათბურთი) და ზღვის ლომი
დიეგო მილიტო (ფეხბურთი) და ენცო ფრანჩესკოლი (ფეხბურთი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"