ლენს არმსტრონგი და ტაიგერ ვუდსი ამერიკელთა ყველაზე საძულველი სპორტსმენები არიან

AutoSharing Option
პოპულარულმა ამერიკულმა ჟურნალმა "ფორბსმა" გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე საძულველი სპორტსმენების რეიტინგი.

როგორც მოსალოდნელი იყო, ამ "საპატიო" სიას სათავეში ჩაუდგა ველომრბოლელი ლენს არმსტრონგი, რომელსაც ცოტა ხნის წინ ღმერთად მიიჩნევდნენ, მაგრამ ცნობილი აღიარების შემდეგ ხალხის მხრიდან მის მიმართ სიყვარული ნულზე დავიდა.

მეორეა ნოტრ-დამის უნივერსიტეტის ფეხბურთელთა გუნდის ლაინბეიკერი მანტი ტე'ო. როგორც იცით, ამ უცნაურ ამერიკელს ვირტუალურ გოგონასთან ჰქონდა რომანი.

სამეულში მოხვდა ლეგენდარული გოლფისტი ტაიგერ ვუდსი. მას ცოლის ღალატი არ აპატია ყოფილმა მეუღლემ და მთელმა ამერიკამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტაიგერ
ვუდსი - ყველაზე ძვირფასი სპორტული ბრენდი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული