სეოკ-ი ოლიმპიური სახეობებიდან ჭიდაობის შესაძლო ამოღების საკითხს გამოეხმაურა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი იმედს გამოთქვამს, რომ ჭიდაობა, როგორც ტრადიციული, ანტიკური ოლიმპიური თამაშებიდან მოყოლებული ერთ-ერთი ძირითადი სპორტული შეჯიბრი, ოლიმპიური სახეობების რიგში დარჩება.

როგორც ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ქართული სპორტული საზოგადოებრიობისთვის და სპორტის გულშემატკივრებისთვის მეტად მოულოდნელი და სამწუხარო იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება ჭიდაობის სახეობების (თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) ოლიმპიურ პერსპექტივასთან დაკავშირებით.

2013 წლის 12 თებერვალს მიღებული დადგენილების თანახმად, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ, სპეციალური კომისიის დასკვნის საფუძველზე, რეკომენდაციით მიმართა კომიტეტის 125-ე სესიას, სპორტის ძირითადი ოლიმპიური სახეობის
რიგებიდან - 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ამოიღოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა.

როგორც ირკვევა, ამგვარი რეკომენდაციის მიღებისას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ გაითვალისწინა მსოფლიოს ცალკეულ ქვეყნებში ჭიდაობის სახეობების თითქოსდა დაბალი პოპულარობა და სატელევიზიო რეიტინგი, ბილეთების რეალიზაციასთან, დოპინგის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე, სხვა მეტ-ნაკლებად აქტუალური საკითხები.

"ჩვენი აზრით, ამ საკითხთა რიგში ასევე შედის ჭიდაობის მაღალჩინოსნების და მსაჯების კორუფციულ გარიგებებში შესაძლო მონაწილეობა, დიდ შეჯიბრებებზე, მათ შორის - ოლიმპიურ თამაშებზე აღებ-მიცემობის გახშირებული, ოღონდ დაუდასტურებელი შემთხვევები, რისი მსხვერპლნიც, სხვებთან ერთად, არაერთხელ გამხდარან ქართველი სპორტსმენები.

ამ და სხვა საჭირბოროტო პრობლემებს თავად ჭიდაობის სამყარომ უნდა მიხედოს და რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროს",
- ნათქვამია განცხადებაში.

როგორც საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში აცხადებენ, ჭიდაობა, როგორც ტრადიციული, ანტიკური ოლიმპიური თამაშებიდან მოყოლებული ერთ-ერთი ძირითადი ოლიმპიური და ათეულობით ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოში მეტად გავრცელებული და პოპულარული სახეობა, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა დარჩეს ოლიმპიური თამაშების პროგრამაში.

"ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 125-ე სესია.

ახლო მომავალში იგეგმება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტების ოფიციალური შეხვედრა, სადაც ჩვენი სპორტის აქტუალურ საკითხებთან ერთად, საერთაშორისო კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს 12 თებერვლის გადაწყვეტილებაზეც იქნება საუბარი".


ასევე იხილეთ:
რას ეწირება ჭიდაობა? FILA ოლიმპიური მოძრაობის სირცხვილად იქცა!
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაც დაიმსახურეს ის მიიღეს, არც ისეთი დანაკლისია ტუ რამდენიმე ატასიტ ნაკლები ორანგუტანის აღნაგობის ხალხი ივლის პლანეტაზე
rac daimsaxures is miiRes
12:27 15-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული