გერმანელმა მოთხილამურეებმა ზამთრის სამოსი "ფლეიბოისთვის" გაიხადეს [VIDEO]

AutoSharing Option
ჟურნალ "ფლეიბოის" გერმანულმა რედაქციამ გულშემატკივრები სამი ცნობილი გერმანელი მოთხილამურის ეროტიკული ფოტოსესიით გაახარა, რომელთა სხეულების იდეალური ფორმები ზამთრის ეკიპირების გამო, როგორც წესი, მაყურებლებისთვის მანამდე დაფარული იყო.

ჟურნალმა ლამაზმანების ფოტოსურათებს მარტის ნომრის 15 გვერდი დაუთმო.

ფოტოსესიაში მონაწილეობა ტრამპლინიდან მხტომელმა მელანი ფეისტმა, მოთხილამურე საბრინა ვეილხარტერმა და სნოუბორდისტმა იზაბელა ლაბეკმა მიიღეს.

ამ ტრიოდან შედარებით წარმატებული და ცნობილი ლაბეკია, რომელმაც სნოუბორდში, პარალელურ სლალომ-გიგანტში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

ფეისტის კოლექციაში მსოფლიო თასისა და კონტინენტური თასის ბრინჯაოს მედლებია, ვეილხარტერს კი საამაყოდ FIS-ის შეჯიბრებებში გამარჯვებები აქვს.

იმ მოტივებზე საუბრისას,
რამაც გოგონებს ამ თამამი ნაბიჯის გადადგმა გადააწყვეტინა, იზაბელა ლაბეკმა აღნიშნა, რომ გულშემატკივრებისთვის თავისი მშვენიერების საჩვენებლად "ფლეიბოიში" გადაღება მისთვის ერთადერთი შანსი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, სნოუბორდზე უარი უნდა მეთქვა და თავი პლაჟის ფრენბურთში გამომეჩინაო - ღიმილით თქვა გოგონამ.

ამასთან, იზაბელას გულწრფელად უკვირს, რატომ ერიდებიან ადამიანები თავიანთი მომხიბვლელი სხეულების ესთეტიკის მთელი მსოფლიოსთვის ჩვენებას მაშინ, როცა არ ცდილობენ ლამაზი სახის დაფარვას.

VideoSportall.Ge
გერმანელმა მოთხილამურეებმა ზამთრის სამოსი ფლეიბოისთვის გაიხადეს


Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან-ძალიან კარგები არიან.
0
ძალიან-ძალიან კარგები არიან.
sare
19:08 16-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული