ნინო წიკლაურს ინტერვიუს დროს ავსტრიელი ქომაგი ჩაეხუტა [VIDEO]

AutoSharing Option
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ქართველ სპორტსმენს ნინო წიკლაურს ინტერვიუს დროს ავსტრიელი გულშემატკივარი ეხუტება.

ავსტრიის საკურორტო ქალაქ შლადმინგში მსოფლიო ჩემპიონატზე სამთო-სათხილამურო სპორტში საქართველოს ნაკრების ხუთი წევრი მონაწილეობდა - ნინო წიკლაური, იასონ აბრამაშვილი, ჯაბა გელაშვილი, სოსო ჯაფარიძე და ალექსი ბენიაიძე.

13-17 თებერვალს გამართულ ჩემპიონატში ქართველ მოთხილამურეთა შორის საუკეთესო შედეგი ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების მონაწილემ, იასონ აბრამაშვილმა აჩვენა, რომელმაც სლალომში 32-ე ადგილის დაკავება შეძლო და მცირედი დააკლდა საუკეთესო 30-ეულში მოსახვედრად.

ქართველთაგან ჩემპიონატში პირველი ნინო წიკლაური ჩაერთო, რომელმაც ქალთა სლალომში ჯამში 62-ე ადგილი დაიკავა.

Video
Sportall.Ge
ქართველ სპორტსმენს ინტერვიუს დროს ავსტრიელი ქომაგი ჩაეხუტა
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნეტა კიდე როლელიმე ქართველს შეეძლოს 52 ზე გასვლა ))) ბოლოდან მეორე არა თან ))) სასაცილო შურიანი "ნაროდი"
gudauri
22:50 27-02-2013
0
გაბრუებულმა ბებერმა მარაზმატიკმა ჩახუტება მოინდომა და არა წიკლაურის გულშემატკივრობის გამო!

ბოლოდან პირველი ადგილი თურმე წარმატებული ყოფილა :)
SSSS
16:57 26-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული