TimeLine: როცა ფანქარიც იღიმის

AutoSharing Option
მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში გამოცემულ ჟურნალ-გაზეთებში მეტად პოპულარული იყო კარიკატურები.

ამას თავისი ახსნა აქვს - მაშინ, გაზეთში ფოტოების დაბეჭდვა შეუძლებელი იყო, თუმცა ნელ-ნელა ტექნიკაც განვითარდა და ხელით ნახატი ილუსტრაციები ფოტოებმა ჩაანაცვლა.

გავიდა დრო და დღეს ფოტოსურათებს თავისი ადგილი აქვს, კარიკატურებს - თავისი. უცხოურ პრესაში დიდი ყურადღება ექცევა ამა თუ იმ თემის გაშარჟებას - ნახატის საშუალებით იუმორისტულად გადმოცემას.

ახლა უფრო კონკრეტულად: სპორტულ გაზეთებში კარიკატურები 90-იანი წლების ბოლოს მომრავლდა
და მათი ავტორი ზაალ სულაკაური იყო. როგორც თავად მითხრა, სპორტული თემატიკის ნაშრომები პრესაში და საიტებზე აქვს მიმობნეული. მათგან რამდენიმეს დღევანდელ "ტაიმლაინში" გთავაზობთ.

- პატარაობაში სპორტის არაერთ სახეობაზე დავდიოდი: ფეხბურთზე, ალპინიზმზე, მძლეოსნობაზე, მაგრამ ახლა ჩემი სპორტი ხატვაა. როგორც ფეხბურთელები ზრუნავენ კარიერაში წინსვლაზე, ისევე ვზრუნავ სამხატვრო კარიერაზე, - გვითხრა ზალიკომ, რომელსაც ასევე უყვარს მაგიდის ჩოგბურთი და ბოლო დროს შეუყვარდა ბოულინგი:

- ბოულინგის ცენტრში პირველად რომ მივედი, ორ ცდაში დავშალე... ალბათ, იმიტომ, რომ მხატვარ კაცს, თვალით გაზომვა არ მიჭირს.

ქართველი კარიკატურისტის ფეხბურთელებთან დამოკიდებულება მისი ნაშრომებიდან კარგად ჩანს.

საინტერესოა, რამდენად ხშირად ახერხებს საგულშემატკივროდ სიარულს.

- ფეხბურთზე სულ სამჯერ ვარ ნამყოფი. გაგიკვირდებათ და სამივე შემთხვევაში მოვიგეთ. მეგობრები ხშირად მეპატიჟებიან, წამოდი, გამარჯვებაში დაგვეხმარეო, მაგრამ დროის სიმცირის გამო ამას ვერ ვახერხებ.

Sportall.Ge

ზაალ სულუკაური - ავტორის კარიკატურა

Sportall.Ge

პიერლუიჯი კოლინა

Sportall.Ge

კლაუს ტოპმიოლერი

Sportall.Ge

რონალდო

Sportall.Ge

გიორგი ასანიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული