შიშველი მოციგავე ქალი შიშველ მოციგავე მამაკაცზე სწრაფია [VIDEO]

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე გერმანიის ქალაქმა ალტენბერგმა შიშვლად ციგებით სრიალში ტრადიციულ ფესტივალს უმასპინძლა (იხილეთ ვიდეო).

საქსონიური რადიოსადგურის მიერ ორგანიზებულ სანახაობა-შეჯიბრს ათასობით მაყურებელი დაესწრო.

ყინვისა და თოვლის მიუხედავად, 100-მეტრიანი ტრასის სტარტზე დადგომა მხოლოდ ტრუსის, ჩაფხუტისა და ფეხსაცმლის ამარა მყოფმა 12-მა გოგონამ და 13-მა მამაკაცმა გაბედა. შეჯიბრში ორი, 1000 ევროს ოდენობის, სიმბოლური ჯილდო იყო დაწესებული.

მამაკაცთა შორის ვერავინ აჯობა ნიკო შვარცს, გოგონებიდან კი ყველაზე ყინვაგამძლე და სწრაფი ყოფილი მოდელი და მომღერალი ანეტ შნედელბახი აღმოჩნდა, რომელმაც მოგებული თანხა კიბოსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხა.

ფესტივალის მიწურულს ორგანიზატორებმა
კიდევ ერთი რბოლა ჩაატარეს, სადაც იმის გარკვევას შეეცადნენ, ციგით ვინ უფრო სწრაფია - შიშველი მამაკაცი თუ შიშველი ქალი.

სქესთა შორის შეჯიბრში დამაჯერებელი გამარჯვება სუსტი სქესი წარმომადგენლებმა მოიპოვეს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული