ახალი პაპი "სან-ლორენცო დე ალმაგროს" ფანია

AutoSharing Option
ახალი პაპი ბუენოს აირესის "სან-ლორენცო დე ალმაგროს" ფანია. 

რომის ახალი, რიგით 266-ე პაპი არგენტინელი კარდინალი, ბუენოს-აირესის არქიეპისკოპოსი ხორხე მარიო ბერგოლიო გახდა.

ახალი პაპი 76 წლისაა. ის არის პირველი იეზუიტი პონტიფიკოსი. მან თვითონ აირჩია სახელი და ამიერიდან ის ფრანსისკ პირველი იქნება. ახალი პაპი წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მრავალათას მორწმუნეს უკვე მიესალმა.

ხმის მიცემა 12 მარტს უშედეგოდ დასრულდა და დღეს დილიდან განახლდა. ხმის მიცემის მეხუთე ცერემონიაზე კი კონკლავმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. სიქსტის კაპელაზე თეთრი კვამლი თბილისის დროით, დაახლოებით 22:00 საათზე გამოჩნდა.

ხორხე
მარიო ბერგოლიო საყვარელი გუნდის აქტიური ქომაგია და "სან-ლორენცოს" ფან-კლუბის წევრიც კი არის.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვეთანხმები თამუნას,პატივისცემას მოაქვს საპასუხო რეაქცია!სანამ პაპი გახდებოდა ისიც ჩვეულებრივი ადამიანი იყო,და ალბათ არაფერი ადამიანური არც პაპებისთვის არის უცხო.ეგ იცით როგორ არის"კაცი სხვის თვალში რომ ბეწვს ამჩნევს და საკუთარში დირეს ვერა."ჩვენი ეკლესია-მონასტრები გაივსო ათასი ჯურის ავანტურისტებით,უმუშევრად ფულის მიღების გზა ეკლესიაში იპოვეს და ყველამ,ეკუთვნის თუ არა ანაფორა მოირგო.განა ასე შეიძლება?
teona
15:14 16-03-2013
0
კათოლიციზმიც ქრისტიანული ძირითადი დენომინაციაა და მართლმადიდებლებმაც პატივი უნდა ვცეთ. გარდა ამისა,ეს პიროვნება ძალიან თავმდაბალია და ბუენოს-აირესის ღარიბი კვარტლების მოსახლეობის ქომაგი იყო.
Tamuna 17
14:05 15-03-2013
0

სიახლეები პოპულარული