ახალი პაპი "სან-ლორენცო დე ალმაგროს" ფანია

AutoSharing Option
ახალი პაპი ბუენოს აირესის "სან-ლორენცო დე ალმაგროს" ფანია. 

რომის ახალი, რიგით 266-ე პაპი არგენტინელი კარდინალი, ბუენოს-აირესის არქიეპისკოპოსი ხორხე მარიო ბერგოლიო გახდა.

ახალი პაპი 76 წლისაა. ის არის პირველი იეზუიტი პონტიფიკოსი. მან თვითონ აირჩია სახელი და ამიერიდან ის ფრანსისკ პირველი იქნება. ახალი პაპი წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მრავალათას მორწმუნეს უკვე მიესალმა.

ხმის მიცემა 12 მარტს უშედეგოდ დასრულდა და დღეს დილიდან განახლდა. ხმის მიცემის მეხუთე ცერემონიაზე კი კონკლავმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. სიქსტის კაპელაზე თეთრი კვამლი თბილისის დროით, დაახლოებით 22:00 საათზე გამოჩნდა.

ხორხე
მარიო ბერგოლიო საყვარელი გუნდის აქტიური ქომაგია და "სან-ლორენცოს" ფან-კლუბის წევრიც კი არის.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
არ შეიძლება "ეკლესიის მსახური" რაიმე მიწიერს აფანატებდეს. ამ და კიდევ სხვა უამრავი მათი არასწორი მოქმედებებიდან ჩანს რომ პაპისტური ეკლესია ძალიან დაცილდა ჭეშმარიტ ცხონების გზას და "მრევლის" სახითაც უამრავი ადამიანი დაკარგა
პაპი და ფანი?!
12:47 15-03-2013
0
კათოლიციზმიც ქრისტიანული ძირითადი დენომინაციაა და მართლმადიდებლებმაც პატივი უნდა ვცეთ. გარდა ამისა,ეს პიროვნება ძალიან თავმდაბალია და ბუენოს-აირესის ღარიბი კვარტლების მოსახლეობის ქომაგი იყო.
Tamuna 17
14:05 15-03-2013
0

სიახლეები პოპულარული