პაპის ფოტო "სან-ლორენცოს" გუნდის მაისურს ამშვენებს

AutoSharing Option
როგორც იცით, სულ ახლახან ვატიკანში ახალი პაპი აირჩიეს.

რომის ახალი, რიგით 266-ე პაპი არგენტინელი კარდინალი, ბუენოს-აირესის არქიეპისკოპოსი ხორხე მარიო ბერგოლიო გახდა. ახალი პაპი 76 წლისაა. ის არის პირველი იეზუიტი პონტიფიკოსი. მან თვითონ აირჩია სახელი და ამიერიდან ის ფრანსისკ პირველი იქნება.

უკვე გაუწყეთ, რომ ახალი პაპი ბუენოს აირესის საფეხბურთო გუნდ "სან-ლორენცო დე ალმაგროს" აქტიური გულშემატკივარია.

კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გუნდის მაისურებზე პაპის ფოტო აღებეჭდა. პატარა კლუბის ასეთი ადამიანის მხრიდან გულშემატკივრობა ნამდვილად საამაყოა, რაც გუნდმა თავისებურად გამოხატა.

აქვე გეტყვით, რომ ხორხე მარიო ბერგოლიო
"სან-ლორენცოს" ფან-კლუბის წევრიც კი არის.

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ახალი პაპი "სან-ლორენცო დე ალმაგროს" ფანია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული