გამყიდველო მსაჯო... ვირიშვილი ხარ! - კადიროვმა არბიტრი დიქტორის მიკროფონით გალანძღა [VIDEO]

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩში სკანდალი მოხდა.

ჩეჩნეთის პრეზიდენტის გუნდი "ტერეკი" "რუბინს" მასპინძლობდა.

შეხვედრის 87-ე წუთზე არბიტრმა მასპინძელთა მცველ რიზვან უციევს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

ფეხბურთელის გაძევებამ რამზან კადიროვის აღშფოთება გამოიწვია, რომელმაც მიკროფონში ხმამაღლა მსაჯ ვილკოვს შეურაცხყოფა მიაყენა: "გამყიდველო მსაჯო... ვირიშვილი ხარ!"

თავდაპირველად ყველას მოეჩვენა, რომ ეს დიქტორმა თქვა, თუმცა შემდეგ "ტერეკის" მფლობელმა აღიარა, რომ ეს თავად მან გააკეთა.

"თამაში საშინელი იყო მსაჯის მიკერძოების გამო. უციევის მეორე ყვითელი ბარათი, არდანიშნული პენალტი - მან ყველაფერი გააკეთა, რომ მატჩის ბედი
შეეცვალა. ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ არბიტრის საქმიანობა გამოიძიონ.

საფეხბურთო სამყაროს ბოდიშს ვუხდი, რაც ცხელ გულზე ვთქვი, მაგრამ არა არბიტრს. მან დაიმსახურა სახელი "გამყიდველი". ეს პირველი შემთხვევა არაა. იცოდეს, რომ გროზნო
ს "ტერეკი" სამართლიანი ფეხბურთისკენაა", - დაწერა კადიროვმა სოციალურ ქსელში.

VideoSportall.Ge
გამყიდველო მსაჯო...ვირიშვილი ხარ! - კადიროვმა არბიტრი დიკტორის მიკროფონით გალანძღა
მკითხველის კომენტარები / 9 /
ამას როდის დაკლავენ ერთი..
Karlo
17:04 18-03-2013
0
იმედია, მალე.
dudu
19:55 18-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული