ჩეჩნეთის პრეზიდენტის გუნდი "ტერეკი" "რუბინს" მასპინძლობდა.
შეხვედრის 87-ე წუთზე არბიტრმა მასპინძელთა მცველ რიზვან უციევს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.
ფეხბურთელის გაძევებამ რამზან კადიროვის აღშფოთება გამოიწვია, რომელმაც მიკროფონში ხმამაღლა მსაჯ ვილკოვს შეურაცხყოფა მიაყენა: "გამყიდველო მსაჯო... ვირიშვილი ხარ!"
თავდაპირველად ყველას მოეჩვენა, რომ ეს დიქტორმა თქვა, თუმცა შემდეგ "ტერეკის" მფლობელმა აღიარა, რომ ეს თავად მან გააკეთა.
"თამაში საშინელი იყო მსაჯის მიკერძოების გამო. უციევის მეორე ყვითელი ბარათი, არდანიშნული პენალტი - მან ყველაფერი გააკეთა, რომ მატჩის ბედი
საფეხბურთო სამყაროს ბოდიშს ვუხდი, რაც ცხელ გულზე ვთქვი, მაგრამ არა არბიტრს. მან დაიმსახურა სახელი "გამყიდველი". ეს პირველი შემთხვევა არაა. იცოდეს, რომ გროზნოს "ტერეკი" სამართლიანი ფეხბურთისკენაა", - დაწერა კადიროვმა სოციალურ ქსელში.
Video
გამყიდველო მსაჯო...ვირიშვილი ხარ! - კადიროვმა არბიტრი დიკტორის მიკროფონით გალანძღა
გამყიდველო მსაჯო...ვირიშვილი ხარ! - კადიროვმა არბიტრი დიკტორის მიკროფონით გალანძღა