დაჯილდოება ქალაქ ობიდუში გაიმართა, სადაც პორტუგალიის ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩისთვის ემზადება.
"ჩვენთვის ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ამიტომ გადავწყვიტეთ, მისთვის "ოქროს ბურთი" გადაგვეცა", - თქვა ფეხბურთელის ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა ჟოაო ბრაგამ.
რონალდოსთან შეხვედრისას გოგონების ბანერებსა და მაისურებს ასეთი წარწერა ამშვენებდა: "ჩვენ შენს ოცნებებს ვასრულებთ".
P.S. იქნებ რონალდო მხოლოდ "ოქროს ბურთზე" არ ოცნებობს?! :)