ოლიმპიურ სტადიონთან ერთმანეთს ორი ვერტმფრენი შეასკდა [VIDEO]

AutoSharing Option
21 მარტს, ბერლინის დროით 11:30-ზე, ოლიმპიური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო სწავლებებზე, რომელიც საფეხბურთო ხულიგნების წინააღმდეგ მოქმედებათა დახვეწას ისახავდა მიზნად, ტრაგედია დატრიალდა.

ერთმანეთს სამართალდამცავების ორი ვერტმფრენი - AS332 Super Puma და EC135, წინასწარი ვარაუდით, ბურუსით გამოწვეული შეზღუდული ხილვადობის გამო კუდის ხრახნებით, ე.წ. სტაბილიზატორებით შეეჯახა. ადგილზე დაიღუპა ერთ-ერთი პილოტი, მძიმედაა დაშავებული კიდევ ოთხი ადამიანი. ამას გარდა, მსუბუქი დაზიანებები მიიღეს ადგილზე შეკრებილმა პოლიციელებმაც, რომელთაც, ისევ და ისევ ბურუსის გამო, ვარდნის მომენტი ვერ დაინახეს.

საბედნიეროდ, შეჯახება შედარებით დაბალ სიმაღლეზე მოხდა, რამაც ტრაგედიის მასშტაბები შეამცირა.
სწავლებაში სულ 400 ადამიანი მონაწილეობდა. პოლიციელთა თქმით, ეს, უბრალოდ, უბედური შემთხვევაა და მეტი არაფერი.

VideoSportall.Ge
ოლიმპიურ სტადიონთან ერთმანეთს ორი ვერტმფრენი შეასკდა


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული