სპორტის აკადემია - განახლებული სახელით და სტატუსით

AutoSharing Option
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ხელი მოაწერა მთავრობის დადგენილებას (#64, 28.03. 2013) "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების შესახებ".

დადგენილებას საფუძვლად დაედო "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონი.

დადგენილებაში ვკითხულობთ: "საქართველოში სასპორტო უმაღლესი განათლების ხელშეწყობისა და ამ მხრივ საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის მდიდარი ტრადიციების გასაგრძელებლად:

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით დაფუძნდეს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემდგომში დაწესებულება) საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.

2.
დაწესებულების მიზნად განისაზღვროს "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური უმაღლესი განათლების განხორციელება.

3. დაწესებულების სახელმწიფო კონტროლი დაევალოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს"...

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების შემთხვევაში, კანონის შესაბამისად, დაწესებულებას უსასყიდლოდ, არსებობის ვადით გადაეცემა ქ. თბილისში, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 7-ში (ყოფილი ი. ჭავჭავაძის გამზ. 49) მდებარე უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთები და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.

რექტორის არჩევამდე, დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ჯემალ ძაგანია, რომელიც აღჭურვილია ხელმძღვანელის ყველა უფლება-მოვალეობით.

როგორც დაწესებულების უმაღლესი თანამდებობის პირი, იგი წარმართავს დაწესებულების საქმიანობას, ამზადებს მას ავტორიზაციის გასავლელად, წარმოადგენს დაწესებულებას სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, მოქმედებს დაწესებულების სახელით და ა.შ.

ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
დადგენილება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული