სპორტი, ბავშვები და ქვეყნის უსაფრთხოება

AutoSharing Option
საქართველოს ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივად ჩაბმის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ კონცეფცია ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე განიხილეს. კონცეფცია, რომელიც პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტმა წარმოადგინა, სპორტში ახალგაზრდების ჩართულობის მდგომარეობის სტატისტიკას, ანალიზს და სამოქმედო გეგმებს მოიცავს.

კონცეფციის განხილვაში განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა და კამათი გაიმართა, მაგრამ კონცეფციის ძირითად პრინციპს, რომ მომავალი თაობების ჯანსაღი ცხოვრება და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა დიდწილად სწორედ იმაზეა
დამოკიდებული, რამდენად აქტიურად იქნებიან ჩართული ბავშვები და მოზარდები სპორტში, ყველა ერთხმად ეთანხმება.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, დასმულ საკითხთაგან ნაწილის განხორციელება უკვე დაიწყო განათლების სამინისტრომ, თუმცა განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი კომისია ამ მიმართულებით მუშაობას კვლავაც აგრძელებს.

ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი თორთლაძის განცხადებით, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ანტიკრიზისული საბჭო ამ თემას ახლო მომავალში ისევ დაუბრუნდება.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული