მესი კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ამ ქვეყანას. თუმცა გარდა კირჩხიბისა, მის პირად კოსმოგრამაში ტყუპის ზოდიაქოს ძლიერი გავლენაც იგრძნობა, ტყუპის მმართველი მერკური კი ხელ-ფეხის მოქნილობაზეა პასუხისმგებელი.
თუმცა, პირველი, რაც ამ ადამიანის კოსმოგრამაში ყურადღებას იქცევს, არის ის, რომ გარდა ასპექტებისა, მას მკვეთრად აქვს აქცენტირებული მეექვსე სახლი - ეს კი ჯანმრთელობის კუთხით პრობლემებსა და ზოგადად სუსტ ჯანმრთელობაზე მიუთითებს.
თუმცა
ლიონელ მესი დაიბადა კარმული პროგრამით, რომელიც მას ზუსტად რომ სპორტულ (ზოგადად, ძალოვან) სარბიელზე მოღვაწეობას ავალდებულებს.
ამ ადამიანისთვის აუცილებელია, გამოიმუშაოს ცხოვრებაში გამძლეობა, კარგი რეგენერაციის უნარი, პრინციპულობა და მიზანსწრაფულობა, რის საშუალებასაც მას კარმული პროგრამა აუცილებლად მისცემს, თუკი იგი სწორად გამოიყენებს საკუთარ პოტენციალს.
გარდა ამისა, აღმავალი კვანძის მდებარეობა ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ ამ პიროვნებას მიეცემა საშუალება, გავლენა მოახდინოს მასებზე, თუმცა მანამდე მან უნდა გადალახოს შინაგანი და ფიზიოლოგიური სისუსტეები, მოსცილდეს ოჯახურ კერას (დედ-მამას) და ისწავლოს, მარტომ გაიკაფოს ცხოვრების გზა.
იხილეთ ლიონელ მესის ასტროლოგიური რუკის სრული ვერსია.