ოქტომბრის მონაგარი

AutoSharing Option
3. ჭადრაკი: საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა მე-3 ადგილი დაიკავა, ვაჟებმა კი - 30-ე.

3. სუმო:
ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) იაპონიის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

3. ჩოგბურთი
: მაკა ჩახნაშვილმა თბილისის საერთაშორისო ტურნირი (25 ათასი დოლარი) მოიგო.

7-10. სამბო
: თბილისში გაიმართა მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის. ქართველებმა ორივე ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავეს, ერთნაირი შედეგით: 4 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. ჩვენი გოგონების მონაგარი ასეთია: 1 ოქრო, 3 ბრინჯაო.

8. ფეხბურთი
: საქართველოს ნაკრებმა ევრო-2012-ის საკვალიფიკაციო მატჩში მალტის ნაკრები 1:0 დაამარცხა.

9. ფეხბურთი
:
რუსთავის "ოლიმპის" მთავარ მწვრთნელად თემურ მახარაძის ნაცვლად რამაზ მუმლაძე დაინიშნა.

11. ფეხბურთი
: საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიაში პირველი საკვალიფიკაციო მატჩი მოიგო, საბერძნეთი 1:0 დაამარცხა. 

12. ფეხბურთი
: საქართველოს ნაკრებმა ევრო-2012-ის საკვალიფიკაციო მატჩში სტუმრად 1:1 ითამაშა ლატვიის ნაკრებთან.

14. ფეხბურთი
: საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიასთან 0:3 წააგო.

15-17. ძიუდო
: როტერდამის გრან პრიზე ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) იმარჯვა, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) მეორე ადგილი დაიკავა.

22-24. ძიუდო
: ახალგაზრდების მსოფლიოს ჩემპიონატზე აგადირში (მაროკო) ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ზებედა რეხვიაშვილმა (73) - ბრინჯაო.

23. ფეხბურთი
: საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა თბილისში, საკვალიფიკაციო ეტაპის  ბოლო ტურში 1:0 დაამარცხა შვედეთის გუნდი და ელიტრაუნდში გავიდა.

24. ჭადრაკი
: ევროპის საკლუბო ჩემპიონატი "სამაიამ" მე-6 ადგილზე დაასრულა.

27. რაგბი:
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა 29:3 გაანადგურა რუმინეთის ნაკრები.

28. ტყვიის სროლა:
ნინო სალუქვაძემ მსოფლიოს სუპერთასი მოიგო.

30. რაგბი:
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრებმა რუსეთის გუნდი 38:7 დაამარცხა და კონტინენტის ჩემპიონი გახდა.

30. ჩოგბურთი: ოქსანა კალაშნიკოვამ სტამბოლის ტურნირის (25 ათასი დოლარი) წყვილთა თანრიგში გაიმარჯვა.

30. წყალბურთი:
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრებმა 9:3 დაამარცხა დიდი ბრიტანეთის ნაკრები.

30. კრივი:
ავთანდილ ხურციძემ კამერუნელ ჰასან ნ'დამთან მსოფლიოს ჩემპიონის ქამრისთვის ბრძოლა ქულებით წააგო.

 
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული