3. სუმო: ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) იაპონიის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
3. ჩოგბურთი: მაკა ჩახნაშვილმა თბილისის საერთაშორისო ტურნირი (25 ათასი დოლარი) მოიგო.
7-10. სამბო: თბილისში გაიმართა მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის. ქართველებმა ორივე ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავეს, ერთნაირი შედეგით: 4 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. ჩვენი გოგონების მონაგარი ასეთია: 1 ოქრო, 3 ბრინჯაო.
8. ფეხბურთი: საქართველოს ნაკრებმა ევრო-2012-ის საკვალიფიკაციო მატჩში მალტის ნაკრები 1:0 დაამარცხა.
9. ფეხბურთი:
11. ფეხბურთი: საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიაში პირველი საკვალიფიკაციო მატჩი მოიგო, საბერძნეთი 1:0 დაამარცხა.
12. ფეხბურთი: საქართველოს ნაკრებმა ევრო-2012-ის საკვალიფიკაციო მატჩში სტუმრად 1:1 ითამაშა ლატვიის ნაკრებთან.
14. ფეხბურთი: საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიასთან 0:3 წააგო.
15-17. ძიუდო: როტერდამის გრან პრიზე ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) იმარჯვა, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) მეორე ადგილი დაიკავა.
22-24. ძიუდო: ახალგაზრდების მსოფლიოს ჩემპიონატზე აგადირში (მაროკო) ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ზებედა რეხვიაშვილმა (73) - ბრინჯაო.
23. ფეხბურთი: საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა თბილისში, საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში 1:0 დაამარცხა შვედეთის გუნდი და ელიტრაუნდში გავიდა.
24. ჭადრაკი: ევროპის საკლუბო ჩემპიონატი "სამაიამ" მე-6 ადგილზე დაასრულა.
27. რაგბი: 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა 29:3 გაანადგურა რუმინეთის ნაკრები.
28. ტყვიის სროლა: ნინო სალუქვაძემ მსოფლიოს სუპერთასი მოიგო.
30. რაგბი: 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრებმა რუსეთის გუნდი 38:7 დაამარცხა და კონტინენტის ჩემპიონი გახდა.
30. ჩოგბურთი: ოქსანა კალაშნიკოვამ სტამბოლის ტურნირის (25 ათასი დოლარი) წყვილთა თანრიგში გაიმარჯვა.
30. წყალბურთი: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრებმა 9:3 დაამარცხა დიდი ბრიტანეთის ნაკრები.
30. კრივი: ავთანდილ ხურციძემ კამერუნელ ჰასან ნ'დამთან მსოფლიოს ჩემპიონის ქამრისთვის ბრძოლა ქულებით წააგო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"