თამაშის დასრულებამდე ცხრა წუთით ადრე არბიტრმა მუჰაიმინმა რუმეროპენის გუნდის კარში პენალტი დანიშნა.
განრისხებული ფეხბურთელი მსაჯს მიეჭრა და ძლიერად ჩაარტყა სახეში. მუჰაიმინს სისხლდენა საავადმყოფოში გადაყვანამდე ვერ შეუჩერეს, სადაც მას სახეზე ხუთი ნაკერი დაადეს.
მატჩი 15 წუთით შეჩერდა, მსაჯის შემცვლელმა კი მოძალადე სპორტსმენს წითელი ბარათი უჩვენა.
თუმცა ეს სასჯელი არაფერია იმ განაჩენთან შედარებით, რაც ინდონეზიის ფეხბურთის ფედერაციამ გამოუტანა რუმეროპენს - მას სამუდამო დისკვალიფიკაცია მიესაჯა.
იხილეთ ვიდეო