ამერიკული კინოკომპანია ლიონელ მესიზე ფილმს გადაიღებს

AutoSharing Option
ლოს ანჯელესის კინოკომპანია Epic Pictures Group-მა "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების ფორვარდის, ლიონელ მესის ბიოგრაფიული ფილმის ეკრანიზაციის უფლება იყიდა.

ფილმი, სავარაუდოდ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ტურნირისთვის იქნება მზად.

ფილმს საფუძვლად დაედება ბიოგრაფიული წიგნი "მესი", რომლის ავტორი ლუკი კაიოლია. წიგნში არის ფეხბურთელის ყოფილი მწვრთნელების, ოჯახის წევრების, თანაგუნდელებისა და თავად მესის ინტერვიუები.

"პროექტის მიზანია პოზიტიური ფილმის შექმნა, რომელიც მაყურებელს მოტივაციას მისცემს, საკუთარი ოცნება აიხდინოს, როგორი შეუძლებელიც არ უნდა ჩანდეს ის თავიდან", - თქვა კინოკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ იუოლდმა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული