4 მაისს ველორბოლის მოყვარულებმა ყურადღება იტალიისკენ გადაიტანეს, სადაც მრავალდღიანი ველორბოლა "ჯირო დ'იტალია" დაიწყო.
აღნიშნული შეჯიბრება ევროპის სამ უდიდეს ველორბოლაში შედის (ტურ-დე-ფრანსი და ვუელტა).
მიმდინარე წლის "ჯირო დ'იტალია 2013"-ის სახე "მილანის" ყოფილი ფორვარდის, ფილიპო ინძაგის ექს-შეყვარებული ალესია ვენტურა გახდა.
"ეს დიდი პატივია ჩემთვის, ვიყო მის "ჯირო დ"იტალია 2013". ვფიქრობ, მრავალდღიანი ველორბოლა მსოფლიოს უფრო ახლოს გააცნობს იტალიას", - თქვა სუპერგოგონამ.
აქვე გეტყვით, რომ ვენტურა იტალიური არხის ერთ-ერთი გადაცემის ტელეწამყვანი და წარმატებული მოდელია.
იხილეთ ფოტოგალერეა