დღის სუპერგოგონა: მოდელი, რომელმაც რონალდოს უარი უთხრა (+18) [VIDEO]

AutoSharing Option
ჩვენი რუბრიკის, "დღის სუპერგოგონას" მორიგი ლამაზმანი ინგლისელი მოდელი რაიან საგდენია.

ადრე FHM-ის, Nuts-ის, Loaded-ისა და Zoo-ს 26 წლის მოდელმა სენსაციური აღიარება გააკეთა.

როცა მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო ცნობილ რუს მოდელთან, ირინა შეიკთან იწყებდა ურთიერთობას, ის ამავე დროს სხვა გოგონას ხიბლავდა.

საგდენის თქმით, მან რონალდო მაშინ გაიცნო, როცა პორტუგალიელი ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" "რეალში" გადადიოდა.

ერთობლივი ვახშმის შემდეგ წყვილმა ტელეფონის ნომრები გაცვალა, რის შემდეგაც რონალდომ გოგონას უამრავი სასიყვარულო მესიჯი მისწერა.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

რაიანმა განაცხადა, რომ რონალდოს მესიჯებს იგნორს უკეთებდა, ხოლო შემდეგ
საერთოდ შეცვალა ნომერი, თუმცა ფეხბურთელი არ დანებდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საერთო ნაცნობების მეშვეობით, რომლებისგანაც ფეხბურთელმა ლამაზმანის ახალი ნომერი გაიგო, პორტუგალიელი კიდევ რამდენიმე თვე უგზავნიდა თამამ და ღია მესიჯებს რაიანს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს არის არა საინტერესო ამბავი, არამედ დიდი სისულელე.
ეს *** არსება ვინმეს ეტყვის უარს?
qartveli
12:40 18-05-2013
0

სიახლეები პოპულარული