ლევან ყიფიანი ზაზა ფაჩულიას შეხვდა

AutoSharing Option
20 მაისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდის - "ატლანტა ჰოუქსის" ცენტრი ზაზა ფაჩულია სტუმრობდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს - ლევან ყიფიანს შეხვდა. შეხვედრას მინისტრის მოადგილე - თამაზ თევზაძე და სამინისტროს ახალგაზრდული დეპარტამენტის უფროსი - ნუგზარ კანდელაკი ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან ყიფიანმა და ზაზა ფაჩულიამ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტებს და გულშემატკივრებს სხვადასხვა საინტერესო კითხვაზე უპასუხეს.

ნაკრების კაპიტანი ამჟამად ტრამვირებულია და რეაბილიტაციის კურსს გადის. ფაჩულიას თქმით გამოჯანმრთელების
პროცესი ნავარაუდევზე უფრო სწრაფად მიმდინარეობს, თუმცა სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატზე თამაში მაინც გამორიცხულია.

ევროპის ჩემპიონატი 4-22 სექტემბერს სლოვენიაში გაიმართება, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები კი ესპანეთი, ხორვატია, სლოვენია, პოლონეთი და ჩეხეთი იქნებიან.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული