სტუ-ს ეზოში, ხელოვნურ კედელზე მეკლდეურების შეჯიბრება გაიმართა

AutoSharing Option
"სტუდენტური დღეები 2013"-ის პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სპორტულ პაექრობებს.

22 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში მეკლდეურები შეეჯიბრნენ ერთმანეთს.

საასპარეზოდ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 30-მა სტუდენტმა მოიყარა თავი. გოგონებში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, "ალმა მატერის" წარმომადგენელმა მარიამ იოსელიანმა გაიმარჯვა, ვაჟებში ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა გიგა ჯანხოთელმა აჯობა ყველას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული