22 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში მეკლდეურები შეეჯიბრნენ ერთმანეთს.
საასპარეზოდ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 30-მა სტუდენტმა მოიყარა თავი. გოგონებში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, "ალმა მატერის" წარმომადგენელმა მარიამ იოსელიანმა გაიმარჯვა, ვაჟებში ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა გიგა ჯანხოთელმა აჯობა ყველას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"