...თბილისის "დინამომ" ჯერ საქართველოს ჩემპიონობა გაიფორმა, შემდეგ "ორმაგი დუბლი" შეასრულა - საჩემპიონო მედალს საქართველოს თასი მიაყოლა.
* * *
...კალათბურთში სამი მეგობარი, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე და გიორგი ცინცაძე ევროპულ ქვეყნებში საპლეიოფო ორთაბრძოლებს იგებენ.
განსაკუთრებული მოვლენა გამოდგა ვიქტორის მილანში თამაში, რომელშიც იმდენად ეფექტურად გაისარჯა, რომ იტალიელი ჟურნალისტები მიმოხილვებში მისი გვარის ნაცვლად "მფრინავ ქართველს" წერდნენ.
ვიქტორის "მონტეპასკიმ" 90:80 დაამარცხა "მილანი" და მეოთხედფინალური სერია 4:3 მოიგო. ამ შეხვედრაში სანიკიძემ
ერთ-ერთი ზემოდან გდების ამსახველი ფოტო 2009 წლის სურათის ანალოგიური გამოდგა. მაშინ ბელორუსის ნაკრები დავამარცხეთ და A დივიზიონის საგზური მოვიპოვეთ. ამ ორი სურათის შეწებებით კი "სატაიმლაინე" ფოტოპარალელი მივიღეთ.
სამიოდე დღის წინ გიორგი შერმადინის "ოლიმპიაკოსმა" ევროლიგის მოგება დიდ რესტორანში აღნიშნა.
სმა, ჭამა, ზეიმი ხომ "ტაიმლაინისთვის" შესაფერისი თემაა. ამ მოვლენის ამსახველ ერთ ფოტოს დღეს შემოგთავაზებთ.
* * *
ფერგიუსონის სახით მართლაც დიდმა მხედართმთავარმა დატოვა ბრძოლის ველი (სამწვრთნელო კარიერა დაასრულა). მანჩესტერში მის გავლენაზე ყველას კარგად მოეხსენება - გემახსოვრებათ, გასახდელში დევიდ ბექჰემს ბუცი რომ სდრუზა.
ფერგის გავლენა მანჩესტერულ ბარებშიც ვრცელდებოდა... უეინ რუნი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს:
"ერთ დღეს მანქანით პატარა ბარს ჩავუარე, რომელთანაც ჩემი მშობლები შევნიშნე. მათ შევუერთდი.
მეორე დღეს ფერგიუსონმა დამიბარა და მკითხა - ბარში რას აკეთებდიო. მაშინ მივხვდი, რომ მისი საიდუმლო კავშირი ყველგან ვრცელდება და ფერგისგან დამალვა, უბრალოდ, შეუძლებელია".
* * *
დევიდ ბექჰემი შემთხვევით არ გვიხსენებია. "ფეისბუქზე" გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც ახალგაზრდა ალექს ფერგიუსონი და პატარა დევიდი "მანჩესტერთან" ხელის მოწერის დროს არიან აღბეჭდილნი.
მწვრთნელის დარად, ბექჰემმაც გასულ უქმეებზე დაასრულა კარიერა. როცა ინგლისის ნაკრების ყოფილ "შვიდიანს" ჰკითხეს, ბუცები ლურსმნებს რატომ მიაბარეო, დაუფიქრებლად უპასუხა: ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, როცა მესიმ ჩამიქროლა, მივხვდი, ფეხბურთიდან უნდა წავსულიყავიო.
მოდით, ბექჰემის გვარი კიდევ ერთხელ გავიმეოროთ და თვალი დავხუჭოთ. რა წარმოგვიდგება? ზოგს დევიდის ჯარიმები და ფლანგური გარღვევები გაახსენდება, ზოგს - მისი ვარცხნილობა სხვადასხვა ვარიაციაში, ზოგს დევიდის მეუღლე - ვიქტორია ადამსი.
ამბობენ, ბექჰემმა ვიქტორია პირველად თბილისში ნახაო - თურმე Spice Girls-ის კონცერტი პირველად ტელევიზიით მაშინ უნახავს, როცა ინგლისის ნაკრებთან ერთად საქართველოში სათამაშოდ იყო ჩამოსული (1998 წელს, 0:2 დავმარცხდით).
ეს ამბავი ნაკლებად სარწმუნოა, მაგრამ ერთი რამ ცხადია - დევიდს კარგი გემოვნება ჰქონია.
სწორედ მის გემოვნებაზე გაამახვილა ყურადღება ბრიტანულმა გამოცემა "სანმა", როცა ბექჰემის ვარცხნილობის ტიპებს ფოტოკოლაჟი მიუძღვნა და თან შესაბამისი სახელებიც მოუძებნა.
იხილეთ ფოტოგალერეა
* * *
განვლილი შვიდი დღის ამბებზე საკმარისად დავწერეთ. როგორი იქნება ხვალინდელი დღე? გერმანული საზომებით - ნათელი.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხომ ალემანები ითამაშებენ - "დორტმუნდი" და "ბაიერნი".
დახედეთ ამავე გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოს: კრიშტიანო რონალდოსა და ლეო მესის შემყურეთ, შაბათს ტელევიზორის ცისფერ ეკრანზე (თუ ბრტყელი იქნება, უკეთესი) ლიგის ფინალის ხილვის სურვილი გაგიჩნდებათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"