კახი კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩზე ბერა ივანიშვილის ორი სიმღერის პრემიერა შედგება

AutoSharing Option
კახი კალაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩზე ბერა ივანიშვილი ორ ახალ სიმღერას იმღერებს, - ამის შესახებ დღეს, ლოკომოტივის სტადიონზე ბერა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თავად განაცხადა.

მისი თქმოთ, მატჩის დაწყებამდე შეასრულებს ორ სიმღერას, რომელთა პრემიერაც სწორედ იმ დღეს შედგება.

"ეს დღე გამორჩეული იქნება ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. კახა კალაძე ყოველთვის იყო ჩემთვის სიამაყე. მან ძალიან ბევრი წარმატება გვაჩუქა და 31-ში კახას მადლობა უნდა გადავუხადოთ", - აღნიშნა მან და განმარტა, რომ 31 მაისისთვის მზადდება შოუ, რომელიც კალაძის მატჩს გახსნის.

კახა კალაძე 24 მაისს თბილისის "დინამოს" საწრთვნელ
ბაზაზე მატჩისწინა პირველ ვარჯიშს გამართავს. ვარჯიშში მონაწილეობას მიიღებენ ის ფეხბურთელებიც, რომლებიც გამოსამშვიდობებელ მატჩზე კალაძის მეგობრების გუნდში ითამაშებენ.

interpressnews.ge


ასევე იხილეთ:
Corriere dello Sport: თბილისში პირლო, ზეედორფი და კაკაც ითამაშებენ
31 მაისის მატჩისთვის "მილანის" შემადგენლობა ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული