სამბოში მსოფლიოს ჩემპიონის ბულგარელი ბლაგოი ივანოვის ყოფილ მეგობარ გოგონას ზლატკა რაიკოვას არამხოლოდ მძიმეწონოსანი სპორტსმენი, სამოდელო კარიერა და ფოტოკამერების წინ პოზიორობაც მობეზრებია. თურმე სექსუალურ ქერა ქალბატონს საკუთარი საქორწინო სააგენტოს გახნსა განუზრახავს და მთელი ყურადღება ამ მიმართულებით გადაუტანია.
როგორც ჩანს, ექს-მოდელს ეროტიკული ფოტოსესიებისკენ, სარეკლამო ღონისძიებებისა და ელიტური წვეულებებისკენ გული აღარ მიუწევს და წყნარი ცხოვრება სურს, რაც გარკვეულწილად მისი ახალი მამაკაცის - ვინმე პაველის ძალისხმევის შედეგია.
რაც შეეხება ჩემპიონ ბლაგოი ივანოვს, სამბისტი აქამდე ვერ შეუგებია ქალთან განშორებას და შვებას ვერც ММА-ის ორთაბრძოლებში მონაწილეობით გრძნობს.
მძიმეწონოსანმა სამბისტმა ამასწინათ განაცხადა კიდეც, რომ ზლატკას ცოლად შერთვა სურს, თუმცა მისი ოცნება ოცნებად დარჩა.
იხილეთ ფოტოგალერეამომზადებულია Sport.bg-ის მიხედვით