პაპარაცი, რომელსაც ტაისონმა შემოჰრკა, 25 მლნ-ს ითხოვს

AutoSharing Option
პაპარაცი-ფოტოგრაფი, რომელიც ირწმუნება, რომ შარშან თავს სუპერმძიმე წონაში ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი მაიკ ტაისონი დაესხა, მოკრივესგან კომპენსაციის სახით 25 მლნ დოლარს ითხოვს.

ანტონიო ეჩავარია ამტკიცებს, რომ ტაისონმა მას მარცხენა მუშტი შემოჰკრა და კამერაც დაუმტვრია. კამერა რა სახსენებელია და, ცუდ იმ დღეს ფეხზე ამდგარ ფოტოგრაფს "რკინის მაიკის" მუშტმა ტვინის შერყევა დამართა და კისრის არეში ხერხემლის მალები დაუზიანა.

თავის მხრივ ტაისონი აცხადებს, რომ ხელი პირველმა ფოტოგრაფმა გაარტყა, რომელსაც ყოფილი მსოფლიო ჩემპიონისგან საპასუხო მოქმედების პროვოცირება სურდა.
შეგახსენებთ, რომ ამ ინციდენტის შემდეგ მოკრივე პოლიციის განყოფილებაში
მოხვდა, რის შემდეგაც 20 ათასი დოლარის თავდებით გაათავისუფლეს. სამართალდამცველებს ტაისონისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული