ლევან ყიფიანმა სამინისტროს 7 თვის შედეგები წარადგინა

AutoSharing Option
17 ივნისს მთავრობის მიერ დაწყებული პროექტის - "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის" - ფარგლებში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

ლევან ყიფიანმა 7 თვის მანძილზე სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ პროექტი " საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის" უზრუნველყოფს სახელმწიფო მმართველობაში საზოგადოების მეტ ჩართულობას, მთავრობის მუშაობის გამჭვირვალობასა და ხელისუფლების წარმომადგენლების ანგარიშვალდებულებას საკუთარი მოქალაქეებისადმი.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 7 თვის შედეგები:

- განხორციელდა სპორტული ფედერაციებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობაში ჩაურევლობის
პოლიტიკა.
- გაუქმებული "სპორტის აკადემიის" ბაზაზე დაფუძნდა "საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი".
- საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრში 500 სპორტსმენისთვის ამოქმედდა 5 უფასო სპორტული სექცია (ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, კრივი, ძალოსნობა).
- საქართველოს მასშტაბით, მათი შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით შესწავლილ იქნა 243 სპორტული ობიექტი.
- სპორტის 45 სახეობაში დაფინანსდა 57 სასწავლო-საწვრთნელი შეკრება, 40 ადგილობრივი და 83 საერთაშორისო სპორტული შეჯიბრი ( 12 ევროპის ჩემპიონატი, 2 მსოფლიოს ჩემპიონატი), სადაც ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს 216 მედალი, აქედან 72 ოქრო, 58 ვერცხლი და 86 ბრინჯაო.
ახალგაზრდული პროექტების განხორციელების შედეგად სამინისტროს საქმიანობის პირდაპირი ბენეფიციარი გახდა 25 400 ახალგაზრდა.
- შეიქმნა "საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების" უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით.
- მოწყვლადი ჯგუფებისათვის (ეთნიკური უმცირესობები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, არასრულწლოვანი მსჯავრდებულები) დაიგეგმა და ხორციელდება გრძელვადიანი პროგრამები.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
შენ დაღუპე კრივი. ზონდერები მოიყვანე. შენი ძმაკაცები.
ირაკლი
11:32 30-09-2013
0

სიახლეები პოპულარული